ჭიათურის მკვიდრი ყოფილი ემიგრანტი სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს
თარიღი : 14-03-2016, 13:01 | კატეგორია: ახალი ამბები

რუსთაველის თეატრში წარმატებული ემიგრანტი ქალების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, ორგანიზაცია "მე დავბრუნდები" და "დემოგრაფიული აღორძინების ფონდი" გახლდათ.საღამოზე, რომელიც ძალზე ემოციურად წარიმართა, უცხოეთში მოღვაწე ის 14 გამორჩეული ემიგრანტი ქალბატონი დაჯილდოვდა, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში. ასევე, მრავალი სოციალური პროექტი აქვთ განხორციელებული ქართველი ხალხის დახმარების კუთხით.
ღონისძიების ბოლოს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭკუასელმა სპეციალური პრიზი გადასცა პროექტის იდეის ავტორს, ყოფილ ემიგრანტს, ჭიათურის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ინა ასანიძეს.
საღამოს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე,გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძეც ესწრებოდნენ.