'თავისუფალი საქართველო' ქუთაისის მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

ქუთაისის მერიასთან ათობით ადამიანი მერის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბა. აღნიშნული მოთხოვნა პარტია "თავისუფალი საქართველო"-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ წამოაყენა. წულაიამ ჟურნალისტებს ის დოკუმენტები წარუდგინა, რის გამოც ის შოთა მურღულიას გადადგომას ითხოვს.
წულაიას თქმით, "Mcdonaldsis" აშენების უფლების გაცემისათვის, "Coca-cola"-ს ქალაქში მილიონ შვიდასი ათასი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, ხოლო მერიას 20 000 ლარი უსახლკაროებისათვის უნდა მიეცა.
"ხელთ მიპყრია კონტროლის პალატის დასკვნა, სადაც 10 მილიონ ლარზეა საუბარი, რომელიც ბიუჯეტში არის შესატანი. ყველა მაგალითს ვერ მოგიყვებით. მერია ისედაც რთული გამოწვევების წინაშე მყოფ ქალაქს მიიყვანს კრიზისამდე და ამიტომ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას მერის გადადგომის მოთხოვნით,"- განაცხადა გოგი წულაიამ.
მერის გადადგომის მოთხოვნით მერიის შენობის წინ შეკრებილ მოსახლეობას საბინაო სამსახურის უფროსი შეხვდა.
"მე მინდ აყველას გასაგონად ვთქვა და მითუმეტეს გაჭირვებული ადამიანების გასაგონად, რომ ნუ აყვებიან კონკრეტული გაკოტრებული პოლიტიკოსების მიერ ქულებისთვის ბრძოლას, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლების დღეს ყველაზე მეტად აქტიურობენ, არიან სწორედ ორი მოწვევის პარლამენტარები წინა ხელისუფლების, რომლის დროსაც ამათმა დაკარგეს ქონება და დარჩნენ ქუჩაში,"-განაცხადა ვლადიმერ ნაკაშიძემ.
მარუსა ხურციძე