Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლას ამერიკული ფოლკლორული ჯგუფი ესტუმრა

თარიღი : 14-03-2016, 12:31 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
თერჯოლაში ამერიკული ჯგუფის კონცერტი გაიმართა. ჯგუფმა შეასრულა სიმღერები მსოფლიო მუსიკალური მემკვიდრეობიდან: აფრიკული საგალობლები და ნადირობის დროს შესასრულებელი სიმღერები, ამერიკული ტრადიციული ფოლკლორი, კათოლიკური და სირიული საგალობლები, ალბანური სატრფიალო და გერმანული პატრიოტულ თემაზე შექმნილი სიმღერები.

მსმენელი ოვაციით შეხვდა ჯგუფის მიერ შესრულებულ ქართულ ხალხურ სიმღერებს. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივი მუსიკალური კოლექტივენი: ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „მასპინძელო“ და ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმერეთი“. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ამერიკელი მხატვარი და მეღვინე ჯონ ვურდემანი და კოოპერატივ „თერჯოლის ღვინის“ წევრი გოგიტა მაკარიძე.

კონცერტს ესწრებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე, თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოფიო ბუსკივაძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი სხვა პირები.


ნანახია: 2266-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვაჟთა ვოკალური ჯგუფი, რომელიც 10 წლის წინ დაარსდა, წარმატებით მოღვაწეობს და აქტიურ მონაწილეობას იღებს როგორც თერჯოლის, ასევე
კონცერტის დასასრულს, კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელს თეიმურაზ ჯაფარიძეს მხარდაჭერისა და
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე თერჯოლის 1-ლ საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც 5-6 წლიანთა ჯგუფის მიერ
თერჯოლაში გამართულ ღონისძიებებს იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაესწრო.
ღონისძიებაში რესპუბლიკური და კულტურის სახლთან არსებული სახალხო ფოლკლორული ანსამბლები „იმერეთი“ და „იამე“ მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას მხარდაჭერას ქუთაისის მერის უცხადებს.

ამინდი