Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში 'ქართულ ოცნებას' საკრებულოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს

თარიღი : 14-03-2016, 12:27 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“- ს საოლქო ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე,იმერეთის ვიცე გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და კონფერენციის დელეგატები ესწრებოდნენ.

კონფერენციას ასევე ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე ,პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრები და სხვა დაინტერესებული პირებიც ესწრებოდნენ.

თავის მისასალმებელ სიტყვაში ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ ისაუბრა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.

„ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს სააღმზრდელო დაწესებულებებში სწავლა უფასო გახდა, ჩვენ უსასყიდლოდ დავურიგეთ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები და უმაღლეს სასწავლებლებში 21 ფაკულტეტი გავხადეთ უფასო რათა მაქსიმალურად ხელი შეგვეწყო მომავალი თაობების განათლებისთვის, გავზარდეთ ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება და ზაფხულისთვის უკვე პენსია 180 ლარამდე გაიზრდება.მართალია ეს არ არის საკმარისი ,მაგრამ მთავარია ავირჩიოთ სწორი მიმართულება და ეტაპობრივად განვახორციელებთ ყველა ჩანაფიქრს რაც საქართველოს გადააქცევს ძლიერ,დემოკრატიულ სახელმწიფოდ ,სადაც ღირსეულად იცხოვრებს ქართველი ხალხი,“- განაცხადა ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ.

კონფერენციაზე საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი.თავმჯდომარის წარდგინებით კი საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრები:კობა მაღლაკელიძე, გელა ჩიკვაიძე, ვლადიმერ ჭვალაძე, ირაკლი ჭაფოძე და გონერი მეფარიშვილი.


ნანახია: 1772-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონფერენციაზე ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის თავჯდომარის არჩევის გარდა, ბიუროს წევრები და პარტიის ყრილობის დელეგატები დაამტკიცეს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩევას პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი
ქართული ოცნების ინფორმაციით, წყალტუბოს მოსახლეობას საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული
კონფერენციაზე კოალიციის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ბიუროს წევრები უნდა აირჩიონ.
როგორც შეხვედრის დაწყებამნდე კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ განაცხადეს, ისინი იმერეთის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითრებას პირველი
ზურაბიანის თქმით, მისი თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდი იქნება აქტიური და პროდუქტიული.

ამინდი