Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში მოსახლეობასთნ შეხვედრები მიმდინარეობს

თარიღი : 13-03-2016, 15:01 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთნ შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

მორიგი შეხვედრა მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე ადგილობრივებს პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ის მიზანად ისახავს მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას მიმდინარე პროცესებში და არსებული პრობლემების გადაწყვეტას უშუალოდ მოსახლეობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად.
სოფლის კრებას, ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი, გამგებლის მოადგილე გიორგი ლომთაძე, მუხურის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი და საკრებულოს დეპუტატი.
სოფელ მუხურას წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში 36451 ლარი გამოეყო. აღნიშნულ თანხას, ასევე დაემატა გასულ წელს სოფლისთვის გამოყოფილი და რიგი ფაქტორების გამო აუთვისებელი 26 000 ლარი, რომელის ფარგლებშიც მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მოწესრიგდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჯირეთთან დამაკავშირებელი გზა და გარე განათებები.


ნანახია: 2051-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფლის კრებები ტყიბულის მუნიციპალიტეტში 7 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით გაიმართება.
როგორც შეხვედრიდან გაირკვა, წელს ციხესულორის ადმინისტრაციულ ერთეულში მნიშვნელოვან საკითხს შიდა გზების მოწესრიგება წარმოადგენს

ამინდი