Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

,,საქართველოში გამოშვებული ამდენი ლიმონათი რომ ნატურალური იყოს, ქართველი გლეხი ხილს არ გადაყრიდა“

თარიღი : 13-03-2016, 14:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge იწყებს ახალ პროექტს- ,,დამზადებულია იმერეთში“, რომლის მიზანია იმერეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტების სოფლებსა და ქალაქებში არსებული ბიზნეს, სამეწარმეო და სამრეწველო საქმიანობების პოპულარიზაცია. რუბრიკის ფარგლებში საუბარი ბაზარზე არსებულ უხარისხო პროდუქტსაც შეეხება.
ამჟამად, ადგილობრივ ბაზარზე ბევრი პროდუქტი მზადდება, თუმცა მოსახლეობა ნაკლებადაა ინფორმირებული მათ ხარისხზე. ნაკლები ხარისხი პოდუქციის რეალიზაციის დაბალ ფასს განაპირობებს. სწორედ მომხმარებელთა დაკვეთით, ბაზარზე ჩნდება ახალი სახელები,ზოგიერთი კი საერთოდ ქრება.

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge პროექტის ფარგლებში-,,დამზადებულია იმერეთში“, რეგულარულად შესთავაზებს მოსახლეობას ინფორმაციას ბაზარზე არსებული სიახლეებისა თუ პრობლემების შესახებ.

რუბრიკის პირველი სტუმარია ლუდისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი, ბიზნესმენი ამბერკი დვალიშვილი. დვალიშვილი წლების წინ ლიმონათსაც აწარმოებდა. თუმცა აღნიშნული კუთხით ბიზნესსაქმიანობა წლებია შეაჩერა. ამის გამომწვევ მიზეზებზე ის topnews.com.ge-სთან საუბრობს.


,,2009 წლამდე ვაწარმოებდი ნატურალურ პროდუქტზე დამზადებულ ლიმონათ ,,აია“-ს. ვყიდულობდით ქართულ ხილს და ადგილზე ვამუშავებდით მას. ასევე ვყიდულობდით ქართული წარმოების სპირტს და რაც მთავარია, არ ვიყენებდით შაქრის შემცვლელს, რომელიც დიაბეტს იწვევს. ერთი პერიოდი ვგეგმავდით დიაბეტური პროდუქტი გამოგვეშვა, მაგრამ ამისთვის ბაზარი არ არის სათანადოდ მომზადებული.

მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ლიმონათის წარმოება შევაჩერეთ, იყო ბაზარზე შემოსული ბევრი უხარისხო პროდუქტი და საზოგადოების დამოკიდებულება. უკვირდათ, როგორ შეიძლება ქუთაისში წარმოებული პროდუქტი ხარისხიანი იყოს ან იგივე ფასი ღირდეს, რაც თბილისში წარმოებული პროდუქცია?! სამწუხაროდ, ამ ყველაფრის კონტროლი არ ხდება, არავინ ამოწმებს ან თუ მოწმდება, სათანადო რეგულაციები არ არის შემუშავებული. თუ სახელმწიფოს ნება იქნება, რომ ბაზარზე იყოს ხარისხიანო პროდუქცია, მაშინ იქნება კიდეც.
ასეთი არაჯანსაღი პირობებისა და დამოკიდებულების გამო შევაჩერეთ ლიმონათის წამოება, მაგრამ ვგეგმავთ ისევ განვაახლოთ როგორც კი სახელმწიფო ამ საკითხს დაარეგულირებს და ბაზარზე ხარისხიან პროდუქტზე მოთხოვნა გაჩნდება,"- აცხადებს ამბერკი დვალიშვილი.

როგორ ნედლეულზე ამზადებდით ლიმონათს?
ვყიდულობდით ქართულ ხილს და ლიმონათისთვის საჭირო ნედლეულს ადგილზე ვამზადებდით. ლიმონათის დამზადების სტანდარტი არის ერთი და ესაა მიტროფანე ლაღიძის ტექნოლოგია. თუ გვინდა ნატურალური პროდუქტის წარმოება და თუ არა, მაშინ მზადდება კონცენტრანტზე, რომელსაც უნდა ჰქონდეს თავის წარმოშობის სერტიფიკატი.

ლიმონათის წარმოებისას იყენებდით თუ არა შაქრის შემცვლელს?
შაქრის შემცვლელს საერთოდ არ ვიყენებდი. ვამზადებდი ,,აგარის“ შაქარზე.

ლიმონათის ჩამოსხმისთვის საჭირო ბოთლებს ყიდულობდით თუ ადგილზე ამზადებდით?
2008 წლამდე შუშის ბოთლებში ვასხამდი ლიმონათს. შემდეგ შევიძინე უნივერსალური მანქანა დანადგარები, რომლითაც ადგილზევე ვამზადებდი პლასტმასის ,,პეტ ბოთლებს“. ვყიდულობდი სერტიფიცირებულ კაფსულას, რომლითაც მზადდება ბოთლი. მთავარია ფორმა. შეიძლება დამზადდეს ყველა ზომის ბოთლი, ოღონდ კაფსულას მისი გრამები აქვს და სათანადო სტანდარტით იბერება. ბაზარზე არსებული პროდუქციის არა მარტო შემადგენლობა, არამედ ბოთლებიც უხარისხოა. 0,5-იანი კაფსულით ამზადებენ 1ლ ბოთლს და ეს სტანდარტის დარღვევაა. კაფსულა ჯერ ცხელდება და მერე შედის სპეციალურ ფორმაში და არასწორი სტანდარტით დამზადებული ბოთლი მომწამვლელია-ის ისევ განაგრძობს წვას. ასეთი ბოთლების გარჩევა მარტივად შეიძლება-რბილი და არამდგრადია. ამ ყველაფერს კი სურსათის უვნებლობის სამსახური უნდა ამოწმებდეს.

ბოთლები ადგილზე მზადდებოდა და როგორ იყო დაცული ჰიგიენური ნორმები?
2008 წელს მთლიანად შევცვალე დანადგარები- შევიძინე იტალიური, უნივერსალური მონო ბლოკები. ,,პეტ ბოთლები“ მზადდებოდა ადგილზე, რომელიც კონვეირიდან მოცილებული იყო მაქსიმუმ 10 მეტრით და შემდეგ, ხდებოდა უკვე მონო ბლოკში განთავსებული ბოთლების რეცხვა. მიუხედავად იმისა, რომ ბოთლებს ადგილზე ვამზადებდი, ვთვლი, რეცხვა აუცილებელია.

პრობლემა სერიოზულია, რადგან იმრავლა დიაბეტიანი ბავშვების რიცხვმა, მოიმატა სხვადასხვა დაავადებების მაჩვენებელმაც და ეს ყველაფერი გამოწვეულია ბაზარზე არსებული ამდენი უხარისხო პროდუქტით. მთავარია სახელწიფოს ნება იყოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად,თორემ ცალკეული ადამიანები ვერაფერს გავხდებით. კონკრეტულად ლიმონათის წარმოებაზე რომ ვთქვათ-თუ გვინდა მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი, უნდა დავიცვათ მიტროფანე ლაღიძის ტექნოლოგია.

რაც დღეს საქართველოში ლიმონათი,წვენი ან ლიმონათისმაგვარი იყიდება, ყველა რომ ნატურალურ პროდუქტზე იყოს დამზადებული, ქართველ გლეხს ხილი არ გაუფუჭდებოდა და არ გადაყრიდა.

თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 3318-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სააგენტო რეგულარულად შესთავაზებს მოსახლეობას ინფორმაციას ბაზარზე არსებული სიახლეების თუ პრობლემების შესახებ.
საინფორმაციო სააგენტო Topnew.com.ge გთავაზობთ ახალ პროექტს 'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანი იმერეთის რეგიონში შემავალ
"ერთი თვეც რომ იდოს ასე, არ გაფუჭდება, გაზი ინახავს და არ აფუჭებს სიცხეში“
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას-'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას 'დამზადებულია იმერეთში'.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას -'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ

ამინდი