Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ შევასწავლოთ ბავშვებს რთული მათემატიკური მოქმედებები ადვილად?

თარიღი : 13-03-2016, 14:28 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
„სახალისო მათემატიკა,“ - ასეთია იმ საგნის სახელწოდება, რომელიც ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალში - მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლეში მოსწავლეთა პოპულარობით სარგებლობს. პედაგოგ მზია მაღლაფერიძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები მათემატიკურ მოქმედებებს განსხვავებული და სახალისო მეთოდით ასრულებენ.

„ ვისწავლეთ ხუთზე გამრავლება. ეს ასე ხდება: თუ რიცხვი ლუწია, მის ნახევარს ბოლოში დავუწერთ ნოლს, ხოლო თუ რიცხვი კენტია, მის ნახევარს, აღებულს ნაკლებობით, ბოლოში ვუწერთ ხუთს. კიდევ ვისწავლეთ თერთმეტზე გამრავლება. ნებისმიერი რიცხვი 11-ჯერ რომ გავადიდოთ, ამისთვის საჭიროა სამრავლის რიცხვთა შორის ჩავწეროთ სამრავლის რიცხვთა ჯამი,“ - გვიყვება მარიამ სოფრომაძე.

სახალისო მათემატიკის გაკვეთილზე მოსწავლეებისათვის ერთ-ერთ საყვარელ ნაწილს მათემატიკური ფოკუსის ნაწილი წარმოადგენს. მათემატიკურ ფოკუსს შემდეგი წესები აქვს: პირველ რიგში უნდა ჩავიფიქროთ რომელიმე რიცხვი, შემდეგ ჩაფიქრებულ რიცხვს დავუმატოთ 10, მიღებულ შედეგს უნდა გამოვაკლოთ ორი, ხოლო მიღებულ რიცხვს კიდევ დავაკლოთ ჩაფიქრებული რიცხვი, მიღებული შედეგი უნდა გავყოთ ორზე და განაყოფს მივუმატოთ რიცხვი 6. მათემატიკური ფოკუსის წესების დაცვით მიღებული შედეგი კი როგორც სახალისო მათემატიკით გატაცებული მოსწავლეები ირწმუნებიან, ყველა შემთხვევაში 10-ია.

სახალისო მათემატიკის წრის მოსწავლეებისათვის ასევე სახალისოა გამრავლების ტაბულის თითების გამოყენებით შემოწმება. ამისათვის კი შემდეგი რამის ცოდნაა საჭირო. კერძოდ, ერთი მოკეცილი თითი აღნიშნავს ერთეულებს, ორი მოკეცილი თითი 7-ს, სამი მოკეცილი თითი 8-ს, ოთხი მოკეცილი თითი 9-ს, ხოლო ხუთი მოკეცილი თითი 10-ს. მოკეცილი თითების რაოდენობა ნამრავლის ათეულებს, ხოლო გაშლილი თითების რაოდენობა ნამრავლის ერთეულებს აღნიშნავს.

„ამგვარი მეთოდები ძალიან ეხმარება ბავშვებს ზეპირად ანგარიშსა და აზროვნებაში. თამაშითა და სახალისო მეთოდებით ბავშვები მასალას ადვილად ითვისებენ,“ - აცხადებს მზია მაღლაფერიძე.


ნანახია: 2668-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პედაგოგი ამბობს, რომ ჭადრაკის მიმართ ბავშვების ინტერესი ძალიან დიდია.
სააგენტოს წარმომადგენლებმა ბანაკის მონაწილეებს Topnews.com.ge-ს დანიშნულებასა და მის საქმიანობაზე ესაუბრნენ. მოსწავლეებს ასევე
კონკურსებში ჩართვა ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს შეუძლიათ.

ამინდი