Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მესტიის სოფელ ლატალის სკოლის მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარდათ

თარიღი : 13-03-2016, 13:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს (გაიგე მთავარი იმერეთში) წარმომადგენლები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრა საინფორმაციო სააგენტოსა და "მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის" თანამშრომლობის ფარგლებში შედგა. ამერიკული ორგანიზაცია საქართველოში არსებულ მაღალმთიანი სოფლების იმ სკოლებს ეხმარება, რომელთაც მცირე კონტინგენტი გააჩნიათ.
http://topnews.com.ge/photo/news/20160313132034.png

შეხვედრის ფარგლებში Topnews.com.ge-ს დირექტორმა ქრისტი ქარჩხაძემ და საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტმა თიკო ძოძუაშვილმა მოსწავლეებს საინფორმაციო სააგენტოსა და მისი მუშაობის სპეციფიკის გაცნობის გარდა, ტრენინგები ისეთ თემებზე ჩაუტარეს, როგორიცაა: წარმატება და მოტიცაცია, კომუნიკაცია, სოციალური მედია და ახალი ამბების მომზადება.
http://topnews.com.ge/photo/news/20160313131717.png

http://topnews.com.ge/photo/news/20160313131821.png

http://topnews.com.ge/photo/news/20160313132129.png


აღნიშნული ტრენინგი ერთადერთი საჩუქარი არ ყოფილა ლატალის სკოლის მოსწავლეებისათვის. სოფელ ძევრის საჯარო სკოლის დირექტორმა მანუჩარ ფანჩულიძემ ასოციაციის სახელით, მოსწავლეებს საჩუქრად ინგლისურენოვანი ლიტერატურა გადასცა.
http://topnews.com.ge/photo/news/20160313131534.png


ცნობისთვის, მაკლეინის ასოციაციის მიზანია საქართველოში განათლების გაუმჯობესება და სწავლის უკეთესი შესაძლებლობების შექმნა. აქედან გამომდინარე, ასოციაციამ დააწესა სტიპენდია თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრისა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის სკოლის მოსწავლეებისთვის. მოსწავლეს, რომელიც სამი წლის განმავლობაში სწავლობს აღნიშნული ორი სკოლიდან ერთ-ერთში, აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება ინგლისურსა და სხვა საგნებში, სკოლის დასრულების შემდეგ, შეუძლია განაცხადი გააკეთოს სტიპენდიის მიღებაზე, რის შედეგადაც მისი განათლების საფასურს მაკლეინის ასოციაცია დაფარავს. გარდა ამისა, კერძო მასწავლებელი სასკოლო გაკვეთილების დასრულების შემდეგ, უზრუნველყოფს კერძო გაკვეთილების ჩატარებას ძევრისა და ლატალის სკოლების მოსწავლეებისათვის.

"მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის" თანამშრომლობის ფარგლებში, იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს წარმომადგენლები მსგავსი ტრენინგების ჩატარებას სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისათვის გეგმავენ.


ნანახია: 1749-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის' თანამშრომლობის ფარგლებში, იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში გახსნილ ინგლისურენოვან საზაფხულო ბანაკში იმერეთის მთავარი საინფორმაციო
"მაკლეინის საზაფხულო ბანაკი-ძევრის სკოლა 2015"-ში დამეგობრებული 15 დღის განმავლობაში სხვადასხვა სკოლის 170 მოსწავლე დაისვენებს.
თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ სტუმრებს მუნიციპალიტეტის, მოსახლეობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტის
სააგენტოს წარმომადგენლებმა ბანაკის მონაწილეებს Topnews.com.ge-ს დანიშნულებასა და მის საქმიანობაზე ესაუბრნენ. მოსწავლეებს ასევე

ამინდი