იმერეთის ვიცე-გუბერნატორი: არ ვიცი რა კადრებზეა საუბარი, არაფერი გამიგია
თარიღი : 12-03-2016, 17:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის ვიცე-გუბერნატორი პაატა ნადირაძე ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას გმობს.
პაატა ნადირაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, მისთვის მიუღებელია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება-ტირაჟირება.
"არ აქვს მნიშვნელობა პირის პოლიტიკურ შეხედულებებს, ნებისმიერ შემთხვევაში დაცული უნდა იყოს მისი პირადი ცხოვრება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის მიუღებელია და ვგმობ. თუმცა, არც კი ვიცი რა გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში,"- განუცხადა topnews.com.ge-ს პაატა ნადირაძემ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 11 მარტს, ინტერნეტსივრცეში განთავსებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო მასალსთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.