იმერეთში მცხოვრები 9 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა იუსტიციის სამინისტრომ დააფინანსა
თარიღი : 12-03-2016, 12:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, 21 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა.
რეგიონების მიხედვით გრანტები შემდეგნაირად გადანაწილდა: აჭარაში - 4, იმერეთში - 9, სამეგრელოში - 6 და გურიაში -2. საგრანტო თანხა 69 ათას ლარს შეადგენს.
ბიზნესიდეები სამი მიმართულებით დაიყო: სოფლის მეურნეობა, წარმოება და მომსახურება.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ინფორმაციით, საგრანტო პროექტის სახელწოდებას „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა", ხოლო მის მიზანს ყოფილ პატიმართა დასაქმების ხელშეწყობა და ბიზნესიდეების განხორციელების მხარდაჭერა წარმოადგენს.