რობი კუხიანიძემ ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის იმღერა

ქუთაისში, "გირჩი"-ს ოფისის ინივიატივით, რობი კუხიანიძის საღამო გაიმართა. რობი კუხიანიძემ ჩატარებულ კონცერტზე მსმენელთათვის საყვარელი კომპოზიციები შეასრულა.
კუხიანიძის გარდა, საღამოზე ქუთაისური ჯგუფი ,,ცამეტიც'' გამოვიდა.
"ახალი პოლიტიკური ცენტრი"-ს წარმომადგენლების თქმით, კონცერტის ჩატარების მიზანი ალტერნატიული მუსიკის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებისათვის სასიამოვნო გარემოს შექმნაა.
"გვინდა ის ჩარჩოები და დამოკიდებულება შევცვალოთ, რომელიც ახალგაზრდებს პოლიტიკური პარტიების მიმართ აქვთ,''- აცხადებს ,,ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი"-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი.
პოლიტიკური ცენტრი სხვადასხვა ტიპის აქტივობების ჩატარებას კვლავ გეგმავს. მომავალ კვირას "გირჩი"-ს ოფისს ლექციით ლევან ღამბაშიძე ეწვევა, ხოლო თუ კონცერტის ჩატარება კვლავ გადაწყდება, სცენა ქუთაისელ ალტერნატიული მუსიკის შემსრულებლებს დაეთმობა.
ნათია სვანიძე