"ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, გრძელდება თვალთვალი და კომპრომატების გავრცელება"
თარიღი : 11-03-2016, 20:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

youtube-ზე გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალასთან დაკავშირებით, topnews.com.ge-სთან კომენტარს სამართლის დოქტორი, იურისტი და "საქართველოს განვითარების ფონდის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი კობა ჩიხლაძე აკეთებს.
"მოქმედი ხელისუფლების დაპირების მიუხედავად - ვერავინ შეძლებდა ადამიანის უფლებების ხელყოფას, თვალთვალსა თუ უკვე მოპოვებული და შ.ს.ს-ში დაარქივებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას, - როგორც ჩანს, კვლავ გრძელდება ამა თუ იმ პირის უფლებების ხელყოფაც, თვალთვალიც და კომპრომატების გავრცელებაც. შეგახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და სხვა კანონმდებლობით. საქართველოს კანონის „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: „ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს ცნობებს მისი პირადი ცხოვრების შესახებ, არ შეიძლება გახმაურდეს, ან გამოყენებული იქნას რაიმე მიზნით. ასეთი ინფორმაციის შენახვა დაუშვებელია და იგი დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. აღნიშნული ინფორმაციის განადგურების შესახებ ეცნობება საქართველოს მთავარ პროკურორს და სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც განხორციელდა ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიება, ან სასამართლოს გამოძიებისადგილის მიხედვით“,- აცხადებს ჩიხლაძე.
ამასთან, კობა ჩიხლაძე აცხადებს, რომ აუცილებელია მოქმედი კანონმდებლობა გამკაცრდეს და პირი, რომელიც უკანონოდ მოპოვებულ ვიდეომასალას გაავრცელებს უმკაცრესად დაისაჯოს.
"სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს 157-ე მუხლი პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის შესახებ. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ფორმით (ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის, ან სხვა საჯარო გამოსვლის), რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წარმოადგენსდანაშაულს და ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთის ვადით ოთხ წლამდე. ბოლო წლებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, კანონმდებელმა უნდა გაამკაცროს ამ მუხლზე სანქცია, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს აღნიშნული თემით მანიპულირება. რაც შეეხება დღევანდელ კადრებს, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს და კანონის მოთხოვნის უმკაცრესი დაცვით პასუხი აგებინოს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამავრცელებელს."- განაცხადა კობა ჩიხლაძემ.