Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი და სასკოლო ნაკრებები გადასცეს

თარიღი : 11-03-2016, 16:54 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ა(ა)იპ "ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანებამ“ (დირექტორი გიორგი ატაშვილი) ხარაგაულში, საქველმოქმედო აქცია განახორციელა.

ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობის და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის” ინიციატივით, აღნიშულმა ორგანიზაციამ ხარაგაულში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი და სასკოლო ნაკრებები გადასცა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან საქველმოქმედო აქციაში 100-ზე მეტი ბენეფიციარი ჩაერთო.

11 მარტს, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, თემურ ჩხეიძემ და ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის” ხელმძღვანელმა ეკა შავიძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი პირადად გადასცეს.

რაც შეეხება, სასკოლო ნაკრებებს, მოსწავლეებს აღნიშნული პაკეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ პაატა გოგოლაძემ, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ და ,,მოქალქეთა ჩართულობის ცენტრის“ წარმომადგენლებმა გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანება“ სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებს უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციების -“ორფან გრეინ ტრეინისა“ და „ლუთერანების მსოფლიო დახმარების” ფინანსური მხარდაჭერით. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი” მადლიერებსა გამოხატავს აღნიშნული ორგანიზაციის და მისი ხელმძღვანელის გიორგი ატაშვილის მიმართ, იმ ქველმოქმედებისათვის, რაც ხარაგაულში განახორციელეს.

ხარაგაულში სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტი,  ტანსაცმელი და  სასკოლო ნაკრებები გადასცეს


ნანახია: 1780-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული აქცია 'მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრმა' საქველმოქმედო ფონდ „ავერსის“ მხარდაჭერით განახორციელა.
აქცია „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურმა ცენტრმა“ საერთაშორისო ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახში მივიდნენ, სადაც პროდუქტი და ტანსაცმელი მიიტანეს.
ქართულ-გერმანულ ცენტრში საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
ლევან და გოჩა ხარაძეების მრავალსულიანი ოჯახი მძიმე ეკონომიურ პირობებში ცხოვრობს.
გამოკვლევების ჩატარება ხარაგაულში მცხოვრებ ნებისმიერ პირს შეუძლია.

ამინდი