ქუთაისელმა სტუდენტებმა თსუ-ს სტუდენტების მხარდასაჭერად აქცია გამართეს

"ახალგაზრდა სოციალისტების" ორგანიზებით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ათობით სტუდენტი შეიკრიბა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სოლიდარობის აქცია გამართეს.
შეკრებილმა ახალგაზრდებმა მათ პრობლემებზე ისაუბრეს და წერეთლის უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზეც გაამახვილეს ყურადღება.
"თსუ-ს გამოვუცხადეთ სოლიდარობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც რამდენიმე დღეა აქციას აწყობენ ეს ადამიანები. ჩვენც გვაქვს წერეთლის უნივერსიტეტში მსგავსი პრობლემები, სწორედ ეს გვაერთიანებს ჩვენ. ეს არის რეალური პრობლემები, რომელიც მალე უნდა გადაიჭრას, რადგან თუ გვინდა, რომ სახელმწიფო წინ წავიდეს, განათლების გარეშე ეს შეუძლებელია. ჩვენ ვთხოვთ ყველას შემოგვიერთნდენ და დადგნენ ჩვენთან ერთად,"-განაცხადა "ახალგაზრდა სოციალისტების" წევრმა საბა ხიდეშელმა.
მსგავს აქციას "ახალგაზრდა სოციალისტები" ქუთაისელ სტუდენტებთან ერთად ორშაბათსაც გეგმავენ.
მარუსა ხურციძე