Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ბიუჯეტიდან გასული წლის სოციალური პროგრამების დაფინასებაზე 2 400 000 ლარამდე დაიხარჯა

თარიღი : 11-03-2016, 16:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ბიუჯეტიდან გასული წლის სოციალური პროგრამების დაფინასებაზე 2 400 000 ლარამდე დაიხარჯა- ყოველწლიური ანგარიში სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურმა წარადგინა. აღნიშნული თანხა 16 პროგრამის განხორციელებას მოხმარდა, რომელთაგანაც 5 ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის, ხოლო 11 სოციალური საკითხების გაუმჯობესებას ითვალისწინებდა.

ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, მთავარი მიღწევა არის საკითხებისადმი მიზნობრივი მიდგომა. პროგრამის მიზანია დახმარება გადაეცეს იმ ადამიანებს, რომლებიც ამას საჭიროებენ.

მიმდინარე წლისათვის ახალი პროგრამების დამატების გამო, სოციალური საკითხების მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან 3 990 000 ლარამდეა გამოყოფილი. მიმდინარე წელს ასევე იგეგმება სამი ახალი პროგრამის განხირციელება, რომლებიც ახალი სოციალური საცხოვრისის მშენებლობასა და სოლიდური სიმსივნითა და ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარებას ითვალისწინებს. სოციალური საცხოვრისისის პროგრამის ღირებულება მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც 25 დან 50-მდე ოჯახს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს.

,,ჯერ გადაწყვეტილი არ არის სოციალური საცხოვრისი აშენდება თუ უკვე არსებულ შენობას გამოვიყენებთ. ეს ყველაფერი ტენდერით გადაწყდება, რომელიც უახლოეს მომავალში გამოცხადდება,''- აცხადებს ქუთაისის მერი შოთა მურღულია.

ნათია სვანიძე


ნანახია: 2017-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურს ახალი პროგრამა დაემატა.
გასული წლის ბიუჯეტიდან გენდერული საკითხების მოგვარებისთვის გამოყოფილი თანხა 30 000 ლარს შეადგენდა.
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს 9 თვის განმავლობაში გაწეული

ამინდი