ავიაკომპანია Pegasus-ი ქუთაისიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენებს წყვეტს
თარიღი : 11-03-2016, 13:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ავიაკომპანია Pegasus-ი ქუთაისიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენებს წყვეტს.
Pegasus-მა სტამბოლის მიმართულებით ფრენები გასული წლის აპრილში დაიწყო და აღნიშნული რეისები სტამბოლის მიმართულებით ქუთაისის აეროპორტიდან სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს ხორციელდებოდა.
"პეგასუსის ცხელ ხაზზე დავრეკე და მითხრეს, რომ 26 მარტიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენებს წყვეტენ. მიზეზი არ განუმარტავთ,"- განაცხადა დათო ბრეგაძემ.
topnews.com.ge ავიაკომპანია Pegasus-ს დაუაკავშირდა. კომპანიის ცხელ ხაზზე განაცხადეს, რომ ავიაკომპანია 26 მარტიდან ქუთაისიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენებს დროებით წყვეტს. იმ მგზავრებს კი, რომლებსაც ბილეთები შეძენილი აქვთ, თბილისი-სტამბოლის რეისზე გადაუცვლიან. კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ რეისების საბოლოდ შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, დროებით შეწყვეტის მიზეზებს კი არ აკონკრეტებენ.