ქუთაისის ხელისუფლებას რეაბილიტირებული ნიკეას ქუჩის ჩაბარებას ვადაზე ადრე ჰპირდებიან
თარიღი : 10-03-2016, 23:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

რამდენიმე თვეა რაც ქუთაისში, ნიკეას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩაზე კეთდება შუა გამყოფი გამწვანების ზოლი, ტროტუარები, ბორდიურები, გარე განათების სისტემები. ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა წყლის სისტემების მოსაწესრიგებელი სამუშაოები, რომელსაც თურქული კომპანია ''SMK'' ახორციელებდა.
"ჩვენ თურქულ კომპანიას არ დავავალდებულეთ აღდგენითი სამუშაოების გაკეთება, რადგან ეს იქნებოდა ზედმეტი ხარჯი. ალბათ, კომპანია სანაცვლოდ სხვა ქუჩებს გააკეთებს,''- აცხადებს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე.
პროექტის სატენდერო ღირებულება 7 549 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოების ჩაბარების ბოლო ვადა 2017 წლის მაისია, თუმცა ბასილაძის თქმით, შემსრულებელი ირწმუნება, რომ ყველა ნიუანსის მოგვარება წლის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი.
"აქ არანაირი დარღვევა არ იქნება. შემსრულებელი კომპანია იმდენად ძლიერი და სათანადო ტექნიკით აღჭურვილია, რომ სამუშაოების სრულყოფილად დასრულება ვადაზე ადრე ქნება შესაძლებელი,"-ირწმუნება ბასილაძე.
ამ ეტაპზე ნიკეას ქუჩაზე შუა ზოლის მოწყობა და საკაბელო სისტემების მიწისქვეშ მოთავსება მიმდინარეობს. მალევე მოეწყობა ბორდიურები, ხოლო ამ ყველაფრის შემდეგ გათვალისწინებულია გვერდების აფრეზვა და გზის დაგება.
ნათია სვანიძე