"ჩვენც იმავე სივრცეში ვცხოვრობთ, ეს არის საბჭოური მემკვიდრეობა"
თარიღი : 10-03-2016, 19:00 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

"ქალები ხელოვნებაში თუ ქალური ხელოვნება"-აღნიშნულ თემაზე ქუთაისში დებატები გაიმართა. დებატები ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ დაგეგმილი 2016 წლის საჯარო დებატების სერიის ფარგლებში შედგა.
შეხვედრაზე წარმოდენილი იყო რუსი ფემინისტი მხატვრის ვიქტორია ლომასკოს ნამუშევრების გამოფენა, რომელიც იმ პოსტსაბჭოთა ტიპის ქვეყნებში მოგზაურობდა, სადაც სხვადასხვა ტიპის ქალთა პრობლემებს შეისწავლიდა და ამაზე კომიქსების სერია გააკეთა.
თემაზე მოხსენება წაიკითხეს მწერალმა ლია გვენეტაძემ, მხატვარმა ლია უკლებამ და ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილმა.
"შეიძლება ზოგს მოეჩვენოს, რომ საქართველოსთვის ეს პრობლემები მაიცნდამაინც ახლო არ არის და უფრო მძიმე სურათი წაიკითხოს ამ ნახატებში, მაგრამ მე დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთვის ეს ძალიან აქტუალურია, რადგან ჩვენც იმავე სივრცეში ვცხოვრობთ და ეს არის ერთის მხრივ საბჭოური მემკვიდრეობა,"-განაცხადა ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილმა.
მარუსა ხურციძე