"არ ვაპირებ თანამდებობის დატოვებას"
თარიღი : 10-03-2016, 15:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორების თანამდებობიდან წასვლას ეხმაურება.
მისი თქმით, პირადად ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და არც მთავრობის მეთაურისგან მიუღია მსგავსი დირექტივა.
„ვერაფერს გეტყვით. როგორც ვიცი, საკუთარი განცხადებით წავიდნენ. ახლახან გავიგე ეს ინფორმაცია. ჩვენ ვართ ჯარისკაცები, სადაც გაგვიშვებენ, იქ ვიქნებით. მე პირადად, არანაირი დირექტივა არ მიმიღია თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით. არც მე მაქვს ამის სურვილი. თქვენ ხომ არ იცით რაიმე?,"-განაცხადა გუბერნატორმა.
შეგახსენებთ, რომ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.