Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში სასწრაფო დახმარების ცენტრი ახალი ინვენტარით აღიჭურვა

თარიღი : 10-03-2016, 13:27 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს სამედიცინო და კომპიუტერული აღჭურვილობა გადაეცა. პირველ ეტაპზე, მოწყობილობები იმერეთის სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებში განაწილდა. გადაუდებელი დახმარებისთვის აუცილებელი 20-მდე დასახელების ინვენტარით უკვე აღიჭურვა ქუთაისის სასწრაფო დახმარების ყველა მანქანა.

სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის ინვენტარის გადაცემას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა, სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე დაესწრნენ.

დეფიბრილატორები, კარდიოგრაფები, პორტატული პულსოქსიმეტრები, ხერხემლის საიმობილიზაციო და სატრაქციო, ასევე ზემო კიდურის უნივერსალური არტაშნები, კომბინირებული საინტუბაციო მილები, მექანიკური მქაჩები, ჟანგბადის პორტატული ბალონები, პედიატრიული უნივერსალური კისრის საყელოები, სამედიცინო ჩანთები, ოროფარინგიალური მილები, მაკრატლები, ჟანგბადის რეზერვუარიანი ნიღბები და სისტემა-დოზიმეტრები იმერეთის სასწრაფო დახმარების ყველა ეკიპაჟს გადაეცა. ცენტრებში ასევე განაწილდა კომპიუტერული ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც რაიონულ სამსახურებში ცენტრის ელექტრონული პროგრამა ჩაირთვება. ახალი კომპიუტერული და სამედიცინო აღჭურვილობის გამოყენებისთვის სამსახურის მენეჯერებსა და ექიმებს შესაბამისი ტრენინგებიც ჩაუტარდათ.


ნანახია: 2193-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა თეიმურაზ ხარაშვილმა რეგიონში კიდევ ერთი
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ქუთაისის ფილიალს 4 ახალი რეანიმობილი გადაეცა.
ახალი კარდიოგრაფები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო დახმარების ყველა ეკიპაჟს მიმდინარე წლის ბოლომდე გადაეცემა.

ამინდი