"პარკირების მაკონტროლებლები მასობრივად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე აწარმოებენ ჯარიმების ამოწერას"
თარიღი : 10-03-2016, 12:40 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრი გოგიტა გოგელაშვილი ქალაქში, მძღოლების მასიური დაჯარიმებების ფაქტებზე საუბრობს. როგორც გოგელაშვილი ამბობს,პარკირების მაკონტროლებლები მასობრივად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე აწარმოებენ ჯარიმების ამოწერას.
"ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაიწყო მასიური დაჯარიმებები ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებისა, ე.წ. ,,უკანონო პარკირების" საბაბით. და ეს მაშინ, როცა არ არსებობს არანაირი ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული პარკირებისათვის. გადათხრილია ქალაქის ცენტრში მთელი ქუჩები, მოძრაობა არის შეზღუდული. პარკირების მაკონტროლებლები მასობრივად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე აწარმოებენ ჯარიმების ამოწერას გადათხრილ ქუჩებში. საზოგადოების უკმაყოფილება არის ძალიან დიდი. ამ ხელისუფლებას ბუმერანგივით დაუბრუნდება არჩევნებზე ეს ყველაფერი. ,,ოცნება"-ვ კარგად გაიხსენე "სითი პარკი"-ს გამო განვითარებული მოვლენები,"-ამბობს გოგიტა გოგელაშვილი.
შპს "პარკინგსერვისი"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ ორგანიზაციის მიერ მძღოლების მასიურად დაჯარიმებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"არაკანონიერად არავითარი ჯარიმა არ ხორციელდება არც ერთ მძღოლზე. მხოლოდ ის მძღოლის ჯარიმდება, ვინც ჩვენს ლოკაციაზე პარკირების გადასახადის გადახდის გარეშე დგას," - აცხადებს შპს "პარკინგსერვისი"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მირანდა წივწივაძე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, მძღოლებისთვის პარკირების წლიური გადასახადი 40 ლარს შეადგენს.