Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისს მოსახლეობა ძირითადად 2011 წლამდე ტოვებდა"

თარიღი : 10-03-2016, 11:54 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას თქმით, ქუთაისიდან მოსახლეობის ძირითადი გადინება 2011 წლამდე იყო.

როგორც მურღულიამ ტელეკომპანია "რიონის" გადაცემა "ობიექტურ აზრში" სტუმრობისას განაცხადა, დასავლეთ საქართველოს საყრდენი ქალაქი ქუთაისი არის.

"ქუთაისი არის დასავლეთ საქართველოს საყრდენი ქალაქი. ჩვენ რაც არ უნდა ვისაუბროთ სხვა ქალაქებზე და მისი განვითარების ტემპებზე, ყველა სტატისტიკური მონაცემებით, ქუთაისი არის მეორე ქალაქი და გეტყვით რას ვგულისხმობ ამაში: სტუდენტებისა და მოსწავლეების რაოდენობას, პედაგოგებისა და ლექტორების რაოდენობას და ა.შ. 2011 წელს ბათუმს შეემატა მახინჯაურის ტერიტორიის ნაწილი და სტატისტიკის დეპარტამენტი ამას ხაზგასმით ამბობს, რომ არ გეგონით, რომ ბათუმი გაიზარდა, უბრალოდ ბათუმს დაემატა ტერიტორია, სადაც 40-45 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. მნიშვნელოვანი კლება და მოსახლეობის გადინება არამარტო ქუთაისიდან, არამედ მთელი საქართველოდან არის. სადღაც 700-800 ათასმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. მე შემიძლია გითხრათ, რომ 2011 წლამდე იყო ქუთაისიდან ძირითადი გადინება, თუმცა რატომღაც დიდი სიხარულით ყოფილი ხელისუფლება ახლა საუბრობს ამაზე და ჩვენ გვაბრალებს ამას,"- განაცხადა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ.


ნანახია: 2833-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გუბაზ სანიკიძის თქმით, მოსალოდნელიც იყო, რომ ქუთაისს მოსახლეობით გაუსწრებდა ბათუმი.
ძიძიგურის თქმით, ქვეყანას ორ სხავადსხვა ქალაქში განთავსებული პარლამენტი არ სჭირდება.
'ქართული ოცნების' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ პარლმენტის შენობა ქუთაისში უნდა დარჩეს. ამის
კვირიკაშვილის თქმით, მას სჯერა, რომ ქუთაისისა და მთელი იმერეთის სწრაფი განვითარება ახალ სიცოცხლეს შესძენს მთელ დასავლეთ
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისთვის განაშენიანების გეგმაზე იმსჯელეს.

ამინდი