Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში უცნობმა პირებმა ტაქსი 'მაქსიმის' შენობის ფასადი დააზიანეს

თარიღი : 10-03-2016, 11:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, უცნობმა პირებმა ტაქსის გამოძახების სამსახურის "მაქსიმი"-ს ოფისი დააზიანეს. როგორც topnews.com.ge-ს ორგანიზაციაში განუცხადეს, ამ დროისათვის უცნობმა პირებმა "მაქსიმის" შენობის ფასადზე საღებავით წარწერები გააკეთეს. მომხდართან დაკავშირებით ტაქსის გამოძახების სამსახურმა პოლიციას მიმართა. topnews.com.ge აღნიშნულთან დაკავშირებით "მაქსიმი"-ს განცხადებას გთავაზობთ.

"გუშინ ქუთაისში უცნობმა პირებმა დააზიანეს Maxim-ის ოფისის ფასადი და შესასვლელი. მათ არ დაენანათ საღებავი და არ დაეზარათ ტრაფარეტების გაკეთება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ტაქსის მძღოლს გაკეთებინა. ვანდალიზმზს არავითარი შეხება არ აქვს სიტყვის თავისუფლებასთან. საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამოსახატად საქართველოში არსებობს უფრო ცივილიზებული გზები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ პოლიციას მივმართეთ. ტაქსის გამოძახების სამსახური «მაქსიმი» არ თამაშობს პოლიტიკურ თამაშს! ჩვენ მხოლოდ ბიზნესით ვართ დაკავებული ისევე, როგორც ასეულობით სხვა კომპანიები საქართველოში. Maxim-ის მისია იმაში მდგომარეობს, რომ მუდმივად გავაუმჯობესოთ ურთიერთობა მგზავრებსა და მძღოლებს შორის, დავეხმაროთ ადამიანებს თავიანთი მიზნებისკენ სვლაში. სხვა არაფერი.

კომპანია დარეგისტრირებულია და იხდის გადასახადებს საქართველოში. ჩვენ მძღოლებს ვაძლევთ საშუალებას მიიღონ შემოსავალი, ხალხს ვაწვდით ტაქსის გამოძახების თანამედროვე სერვისს. მოვაწყვეთ შესანიშნავი მაღალტექნოლოგიური კონტაქტ-ცენტრი, სადაც ხდება მგზავრობის შეკვეთების მიღება და დამუშავება. მასში დასაქმებული არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც გაიარეს სწავლება ყველაზე მაღალი სტანდარტების მიხედვით. ყოველივე ეს ადასტურებს იმას, რომ გვსურს გავაუმჯობესოთ მუშაობა და სერვისის ხარისხი.
ჩვენ ვთანამშრომლობთ დამოუკიდებელ მძღოლებთან. ისინი არ არიან კომპანიის შტატში, შესაბამისად, ჩვენ არ შეგვიძლია რომელიმე მათგანის გათავისუფლება. მაგრამ, თუ მძღოლი არღვევს გადაყვანა-გადაზიდვის წესებს, იწვევს კლიენტებისგან საყვედურებს ან სხვაგვარად აზარალებს კომპანიის იმიჯს, ჩვენ ვწყვეტთ მასთან თანამშრომლობას.

ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით სიტყვის თავისუფლებას. მაგრამ საფირმო ნიშნის მქონე ავტომობილზე, რომელიც წარმოადგენს კომპანიის სახეს, პოლიტიკური ლოზუნგების, სხვა კომპანიების ნიშნების და ა.შ. განთავსება არ შეიძლება. ავტომობილზე, რომელსაც არ აქვს საფირმო ნიშანი, მძღოლს შეუძლია დააწეროს ის, რაც მოესურვება-ამ შემთხვევაში ეს მისი პირადი საქმეა. ჩვენი კომპანია არ ერევა პოლიტიკაში. ამისგან პოლიტიკური სკანდალის შექმნის არავითარი საფუძველი არ არსებობს. მაგრამ ვიღაცას ძალიან აწყობს სიტუაციის სწორედ პოლიტიკურ ჭრილში წარმოდგენა და არაფრისგან კონფლიქტის შექმნა," - აცხადებენ "მაქსიმ"-ში.

ორგანიზაციაში გასულ კვირას, "მაქსიმი"-ს ირგვლივ განვითარებულ სკანდალსაც ეხმიანებიან. კომპანიაში დასაქმებულმა ერთ-ერთმა მძღოლმა განაცხადა, რომ მას სამსახური საკუთარ ავტომობილზე წარწერის: "ხალხო გაიღვიძეთ, რუსეთი ოკუპანტია"-ს წარწერის გამო დაატოვებინეს.

"მედიის საშუალებებში ხელოვნურად ქმნიან სკანდალს ქუთაისში მძღოლის ჯემალ ცინარიძისა და ტაქსის გამოძახების სამსახურ «Maxim»-ს შორის თანამშრომლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. გაცნობებთ, რომ კონფლიქტი არ არის პოლიტიკური ხასიათის. უბრალოდ მძღოლმა დაარღვია კომპანიის მოთხოვნები ტაქსის ავტომობილის გარეგნული სახის შესახებ და უარი თქვა დარღვევის აღმოფხვრაზე," - აცხადებენ "მაქსიმში".


ნანახია: 2578-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეიძლება ტაქსის გამოძახება ონლაინით საიტზე: taximaxim.ge ან ტელეფონზე (0431) 25-88-88 დარეკვით.
ჯემალ ცინარიძის განცხადებით, მისი დისკრიმინაცია ადრეც ხდებოდა და ტაქსის კომპანიიდან შეკვეთებს იმ მიზეზით არ აძლევდნენ, რომ მან
ქუთაისში, ტაქსის მძღოლი სამსახურიდან ავტომანქანაზე განთავსებული წარწერისათვის გაათავისუფლეს.
კომპანიის დირექტორი ავთანდილ მოსეშვილი topnews.com.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ მომხმარებელთა წახალისების მიზნით, დაბალი
ისინი სამგზავრო ტარიფების გადახედვას ითხოვენ.

ამინდი