ყველაზე პოპულარული სწრაფი კვების ობიექტი ქუთაისში

რამდენიმე ათეული წელია, რაც სწრაფი კვების ობიექტები მსოფლიოში მასიურად გავრცელდა.
გასაკვირი არ არის, რომ სწრაფი კვების ობიექტებმა მალევე დაიმკვიდრეს თავი საზოგადოებაში. განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილის სიმპატიას იმსახურებენ, რომელთაც აქტიური ცხოვრების წესის გამო, ლანჩისა თუ საუზმის მოსამზადებლად დრო არასდროს რჩებათ. სწორედ ამიტომ გახდა ეს უკაანსკნელი ასე პოპულარული, რადგან სწრაფი კვების ობიექტები მომხმარებლებს მარტივ, მრავალფეროვან, სწრაფ და რაც მთავარია, იაფ საკვებს სთავაზობს. ჩვენს ქვეყანაშიც მსგავსი ობიექტები პოპულარობით სარგებლობს, თუმცა პოპულარულებს შორის კიდევ უფრო მოთხოვნადი საშაურმეებია.
როგორი სახის იყოს შაურმა მანამ, სანამ იგი საქართველოში შემოვიდოდა და როგორ ამზადებენ მას ჩვენს ქვეყანაში? შაურმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელით არის ცნობილი. იგი ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული კერძია, რომელიც ცეცხლზე ვერტიკალურად მოტრიალე, შამფურზე აცმული, სანელებლებით გაჯერებული, ხორცის წვრილი ნაჭრებისგან (როგორც წესი ცხვრის ან ქათმის) მზადდება. ემსგავსება ბერძნულ გიროს და მექსიკურ „ტაკო-ალ-პასტორს“. გემოვნების მიხედვით ამატებენ ღვინის ძმარს, პილპილსა და ხმელ სანელებლებს.
სხვადასხვა ქვეყანაში შაურმა სხვადასხვაგვარად მზადდება. მაგალითად, უკრაინაში მასში მრავლად ურევენ ბოსტნეულს, კომპოსტოსა და სტაფილოს სახით,ზოგან იგი უმეტესად ღორის ხორცისგან მზადდება,ზოგან კი მხოლოდ ქათმის ხორცს იყენებენ. საქართველოში კი უმეტესად ქათმის ხორცის ან შერეული ხორცით დამზადებული შაურმა არის პოპულარული.
საშაურმეები საქართველოში დაახლოებით 7-8 წლის წინ გამოჩნდა, ხოლო ქუთაიში,როგორც მომხმარებლები იხსენებენ, პირველი საშაურმე ე.წ. "სტეკლოტარის" უბანში გამოჩნდა (ასათიანისა და ნიკეას ქუჩების გაერთიანება), მალევე სახელიც გაითქვა და დღეს ქუთაისში ასობით საშაურმე გვხვდება. არ აქვს მნიშვნელობა ქალაქის ცენტრში ფუნქციონირებს იგი თუ გარეუბანში, ხალხში მათი პოპულარობა ერთნაირად დიდია. საშაურმეები მოსახლეობას სწრაფად და იაფად დამზადებულ გემრიელ პროდუქტს სთავაზობს. საშაურმეები ხშირად ახალგაზრდების თავშეყრისა და გართობის ადგილიც კი ხდება. გასაკვირი არც ის ფაქტი არის, რომ განსაკუთრებით კმაყოფილი სკოლებთან არსებული საშაურმეები არიან. ცხადია მათ კმაყოფილებას მომხარებლების დიდი რაოდენობა იწვევს.
რამდენიმე წლის წინ საშაურმეების ირგვლივ საქართველოში აჟიოტაჟი ატყდა, რის მიზეზადაც აღნიშნულ ობიექტებში უხარისხო ხორცის მოხვედრის ფაქტი დასახელდა. 2016 წელს „მომხმარებლის უფლებათა დაცვის საზოგადოებრივი მოძრაობის“ მიერ რამდენიმე პოპულარულ საშაურმეში ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ ქუთაისში, პოპულარულად მიჩნეულ საშაურმეებში დამზადებულ შაურმაში დარღვევები არ აღმოჩნდა.
ამ ეტაპზე საქართველოში 50 000-ზე მეტი სწრაფი კვების ობიექტია და მათ ასი ათასობით მომხმარებელი ჰყავს. მიუხედავად იმისა ,რომ ამ პროდუქციის ჯანსაღი კვებითი ღირებულება ხშირად კრიტიკის საგანი ხდება, მათ მომხმარებელი არათუ აკლდება, არამედ,ფავორიტების რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია.
მარუსა ხურციძე