ფუტზალში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ქუთაისის გუნდი გახდა
თარიღი : 9-03-2016, 18:34 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის სპორტის სასახლეში, მერიის სპორტის განყოფილების და ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ფუტზალში, ქალთა დღისადმი მიძღვნილი ქალთა საერთაშორიო ტურნირი გაიმართა. ტურნირში ქუთაისის, ლანჩხუთის, ხაშურის და სომხეთის ქალაქ არტეკის გუნდები მონაწილეობდნენ. ტურნირის გამარჯვებულის ტიტულს ქუთაისის გოგონათა გუნდი დაეუფლა. მეორე ადგილზე არტეკის გუნდი, ხოლო მესამეზე ხაშურის გუნდი გავიდა. გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გადასცა. ტურნირზე ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშეები, რომელთაც სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. გათამაშება ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.