Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გაძლიერდი და შეცვალე'- ახალი პროექტის პრეზენტაცია რეგიონის ახალგაზრდებისთვის

თარიღი : 9-03-2016, 17:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი საინფორმაციო ტურნეს ფარგლებში ქუთაისს ესტუმრა. შეხვედრაზე რამდენიმე პროექტის პრეზენტაცია მოეწყო, რომლებიც მიზნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას ისახავდა.

ყურადღება გამახვილდა პროექტზე- ,,გაძლიერდი და შეცვალე", რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების 20 მშობლის გადამზადებას ითვალისწინებს. ტრენინგების შემდეგ ეს ადამიანები გამოცდილებას მსგავსი პრობლემების მქონე სხვა პირებს გაუზიარებენ. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების თქმით, პროექტი წარმატებით თბილისში უკვე განხორციელდა. დაინტერესების შემთხვევაში კი სამუშაო ჯგუფი ქუთაისში 5 კაციანი ჯგუფის შეკრების შემთხვევაშიც ჩამოვა.

შეხვედრაზე ფანART-ის 14 -დან 29 წლამდე მოზარდებისათვის შექმნილი ფესტივალის პრეზენტაციაც მოეწყო. მონაწილეობის მსურველებმა აპლიკაცია ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის facebook გვერდზე უნდა შეავსონ.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნინო ვადაჭკორია იმედოვნებს, რომ 2017 წელი ცენტრისთვის წარმატებული იქნება.

ნათია სვანიძე


ნანახია: 1772-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დამცველი საუკეთესო მუნიციპალიტეტის კონკურსში გაიმარჯვა.
წყალტუბოში წმინდა ეკატერინეს სახელობის ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი გაიხსნა.
ეს სამწლიანი პროექტია, რომელსაც გერმანიის მთავრობის, ქუთაისის დახმარებით 'საქართველოს sos ბავშვთა სოფელი' ახორციელებს . ქუთაისში
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ბენეფიციართა ნამუშევრები დაათვალიერა, ხელმძღვანელებთან დღის ცენტრების პრობლემებსა და საჭიროებებზე

ამინდი