Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რუსეთის პროკურატურის მიერ ბრალდებულ ნადია სავჩენკოს ქუთაისში მხარი აქციით დაუჭირეს

თარიღი : 9-03-2016, 16:42 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა ქალაქის ცენტრში სოლიდარობის აქცია გამართეს. ქუთაისლებმა მშვიდობიანი პროტესტით ნადია სავჩენკოს სოლიდარობა გამოუცხადეს.

"ვფიქრობ, რომ ნადია სავჩენკოს სასამართლო პროცესი არის გაუგონარი გმირობისა და ამავდროულად გაუგონარი უსამართლობის პროცესი. ქუთაისი როგორც სხვა ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, მხარს უბამს საერთო მაჯისცემას და გამოხატავს თავის პროტესტს და მხარდაჭერას გმირი ქალის მიმართ,"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გია თევდორაძემ.

ამ ეტაპზე უკრაინელი ქალის მხარდამჭერი აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ტარდება.

შეგახსენებთ, რომ ნადია სავჩენკოსათვის რუსეთის პროკურატურა 23 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. მას ბრალად ორი რუსი ჟურნალისტისა და რუსეთის რამდენიმე მოქალაქის მკვლელობა ედება.

მარუსა ხურციძე


ნანახია: 1339-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციაზე 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' წევრები და მხარდამჭერები იმყოფებოდნენ.
ქუთაისში მცხოვრები ნადია შაბანოვა თავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლად აცხადებს.
პარტიის წევრები და მხარდამჭერები ქუთაისში, სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ
აქციაზე მხარი დაუჭირეს ოზურგეთის საკრებულოს წევრ ბესო ქათამაძეს, რომელიც 'ქართული ოცნების' წევრებმა რამდენიმე დღის წინ სცემეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და
პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების თქმით, მათ ამ ფორმით პოლიციას თანადგომა გამოუცხადეს.

ამინდი