ქუთაისის პროკურატურასთან ქალბატონი ქონების დაბრუნების მოთხოვნით აქციას მართავს

,,დავეძებ სამართალს" -'' ამ სლოგანით ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან მოქალაქე სვეტლანა ახალაია ერთკაციან საპროტესტო აქციას მართავს.
როგორც topnews.com.ge-ს სვეტლანა ახალაიამ განუცხადა, ის 2007 წელს წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს და აცხადებს, რომ სამი წელია პროკურატურას საქმის დაინტერესებისკენ მოუწოდებს, თუმცა უშედეგოდ.
სვეტლანა ახალაია დღევანდელ ხელისუფლებას უმოქმედობაში და პროკურატურას კი უყურადღებობაში ადანაშაულებს.
მოქალაქემ პროკურატურაში შესვლა და პროკურორთან შეხვედრას შეეცადა, თუმცა ამის საშუალება მას დაცვამ არ მისცა.
იმ შემთხვევაში თუკი მისი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული, სვეტლანა ახალაია შიმშილობის დაწყებას აპირებს.