გიგლა აგულაშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებს შეხვდა
თარიღი : 9-03-2016, 15:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელს ირაკლი გეგეშიძეს და მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს პაატა კიკნაველიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტისთვის ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მართვაში გადაცემის საკითხი განიხილეს.
საქართველოს კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის რესურსების მართვა სახელმწიფოსთან ერთად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე მართვაში გადაცემის პროცედურების სამართლებრივი მოწესრიგება მიმდინარეობს, რის შემდეგაც განიხილება მუნიციპალური ტყეების გადაცემის პროცედურა.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეებთან ერთად, სატყეო პოლიტიკის სამსახურისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელები დაესწრნენ.