ხონში ქალთა დღისადმი მიძღვნილი სპორტული ოლიმპიადა გაიმართა
თარიღი : 9-03-2016, 11:29 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ქალთა დღისადმი მიძღვნილი მცირე ოლიმპიადა ჩატარდა.
ოლიმპიადის ფარგლებში 6 სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომელი გუნდურად და ინდივიდუალურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ფრენბურთში, ნარდსა და შაშში.
გამარჯვებულებს სიგელები, თასები და სიმბოლური საჩუქრები-ყვავილები გადასცეს.
,,მსგავსი ღონისძიებებით ვცდილობთ ქალბატონებს მოტივაცია გავუზარდოთ და უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ მათი ყოველდღიურობა. გარდა ამისა, ხელს ვუწყობთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას,“-განაცხადა კულტურის სამსახურის უფროსმა მანანა გოფოძემ.