Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მრავალშვილიანი მეშახტის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართა

თარიღი : 9-03-2016, 11:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის რაიონის სოფელ ბზიაურში მცხოვრები მეშახტის, ზვიად კუბლაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

აქციის ფარგლებში კუბლაშვილის ოჯახის დასახმარებლად 1167,43 ლარი შეგროვდა. შეგროვილი თანხა პროდუქტებთან, სურსათთან და ტკბილეულთან ერთად გაფიცულ მეშახტეს ზვიად კუბლაშვილს და მის 6 სულიან ოჯახს რამდენიმე დღის წინ გადაეცა.

აქციის ორგანიზატორი ჟურნალისტი და ბლოგერი ლაშა მესხი იყო.

"ზვიადს და მის პატარებს უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ზვიადის 280 ლარიანი ხელფასია. (რომელიც გაფიცვის შემდეგ 7% გაიზარდა). მის მშობლებს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ, მკურნალობას საჭიროებს მისი 1 წლის შვილი მათეც. აქცია მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება და ეს მიზანი სამოქალაქო სოლიდარობა და კონკრეტული პატარ-პატარა პრობლემების მოგვარებაა. როდესაც ადამიანი გაჭირვებაშია, სახელმწიფო კი მას ბანკებისა და მათი ბასრი პროცენტების წინაშე მარტო ტოვებს, რეალური და სოლიდარული სამოქალაქო საზოგადოება მისთვის ერთ მუშტად შეიკვრება. დღეს მცირე პრობლემებია სამიზნე, თუმცა ერთიანობით ბევრი კეთილი და სწორი მიზნის მიღწევაც შეიძლება. მინდა თითოეული მათგანს მადლობა გადავუხადო. სიკეთე გადამდებია!" – წერს ლაშა მესხი საკუთარ ბლოგზე.


ნანახია: 1932-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ქუთაისში არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება განხორციელდა და მსგავსი აქტივობები
სოლიდარობის აქციის შედეგად შეგროვილი თანხით სოციალურად დაუცველი სამი ოჯახის დახმარება იგეგმება.
4 მეშახტის დაღუპვის წლისთავთან დაკავშირებით, ტყიბულში სოლიდარობის აქცია გაიმართება.
საქველმოქმედო კონცერტში ბაღის აღსაზრდელები და ქალაქში არსებული სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.
ქართულ-გერმანულ ცენტრში მიმდინარე წელს მეთვრამეტე საქველმოქმედო აქცია მოეწყო, რომელსაც ორგანიზებას გერმანელი კოლბეკების ოჯახი

ამინდი