Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ეგებ გამოჩნდეს ვინმე ქემოკლიძისნაირი და საპატიო სტუმრები აყაროს ბენუარის ლოჟებიდან"

თარიღი : 8-03-2016, 16:38 | კატეგორია: სხვადასხვა   
topnews.com.ge
ჟურნალისტ ლევან ქემოკლიძესა და ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურს შორის მომხდარ ინცინდენტს ადვოკატი ლედი ტუკვაძე ეხმიანება. ქემოკლიძეს მერიის კულტურის სამსახური 8 მარტს დაგეგმილ კონცერტზე დასასწრები ბილეთების გატაცებას ედავება.

"დღეს ველაპარაკე ლევან ქემოკლიძეს. ვუთხარი, რომ ძალიან მაგარი ბიჭია და მადლობა გადავუხადე ქუთაისელი ქალბატონების სახელით. ვისაც არა გაქვთ ინფორმაცია მოკლედ გეტყვით: 8 მარტის კონცერტზე, რომელსაც მერია უკეთებს ორგანიზებას, დასასწრები ბილეთები ქემოკლიძემ კულტურის სამსახურიდან აიღო და ბაზარში მომუშავე ქალბატონებს საჩუქრად დაურიგა, რაზეც არ დააყოვნა ყოფილმა გამომძიებელმა ჯავახიამ და რეაგირებისთვის შსს–ს მიმართა. ეტყობა ქემოკლიძის ქმედება კრიმინალად ჩათვალა :):):). ისე, ნივთმტკიცებების სეიფიდან გაქრობა, ყალბი გადაწყვეტილებები და კრიმინალური ნავთობით ქონების დაგროვება სულ არ არის კრიმინალი ხომ? მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ქალბატონებს, განსაკუთრებით იმ 17 ქალბატონს, რომელთაც ერგოთ პატივი ჟურნალისტისგან მიეღოთ დღევანდელი კონცერტის ბილეთები. ჩემო ძვირფასო ქალბატონებო! თუ გამონახავთ დროს და მოიცლით ამ ღონისძიებაზე მისასვლელად, ეგებ გამოჩნდეს ვინმე ქემოკლიძისნაირი და თქვენგან განსხვავებით საპატიო სტუმრები აყაროს ბენუარის ლოჟებიდან და ამ საპატიო ადგილებზე თქვენ დაგსვან, რადგან ეს ადგილი ამ დღეს ყველაზე მეტად თქვენ გეკუთვნით, დღევანდელი დღის ყოფით გმირებს," - წერს ადვოკატი.


ნანახია: 2310-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ქემოკლიძე აცხადებს, ის ქუთაისის პოლიციის მე-2 განყოფილებაში 20:00 საათზე დაიბარეს. მას ადგილობრივი თვითმმართველობა
topnews.com.ge-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქემოკლიძის გარდა, ასევე ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილებაში დასაქმებული
topnews.com.ge-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქემოკლიძის გარდა, ასევე ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილებაში დასაქმებული
ადვოკატი და უფლებადამცველი ლედი ტუკვაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელიც იპოთეკარისა და იპოთეკური სესხით დაზარალებული
ლევან ქემოკლიძის ფოტო სოციალურ ქსელ facebook-ის 2432-მა მომხმარებელმა მოიწონა.