"დღეს ქალებს სჭირდებათ გვერდით დგომა და დაცვა"
თარიღი : 8-03-2016, 16:26 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით, ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მშვიდობიანი მსვლელობა მოეწყო სლოგანით: "მეტი ქალი პოლიტიკაში".
აქციის მონაწილეთა განცხადებით, პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გასააქტიურებლად, პარლამენტისგან შესაბამისი კანონპროექტით ქალების წახალისებას ითხოვენ. აქციას "ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის“ წარმომადგენლები, „ქუთაისის ახალგაზრდა სოციალისტები“, ქალაქის საკრებულოს წევრი ნატო ქათამაძე და პარლამენტარი ომარ ნიშნიანიძე შეუერთდნენ.
„ჩვენ გვინდა, რომ ყველა ქალის უფლება იყოს დაცული. ეს აქცია ეხება ქალთა პოლიტიკურ გააქტიურებას. მათ აქვთ ნამდვილად იმის პოტენციალი, რომ აიღონ მართვის სადავეები ხელში და ისინი იყვნენ გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობაზე. დღეს ჩვენ აქ გვიერთდებიან როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები, ისე ახალგაზრდები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ა.შ ჩვენ გვინდა, ამით დავანახოთ საზოგადოებას, რომ დღეს ქალებს სჭირდებათ გვერდით დგომა და დაცვა,“ - ქუთაისის გენდერის მედიაცენტრის ხელმძღვანელმა ქეთი ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატიდან მხოლოდ 18 ქალია, ხოლო ქუთაისის საკრებულოში 3 ქალია წარმოდგენილი.
მარუსა ხურციძე