'საქართველოს განვითარების ფონდმა' ქუთაისში ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა
თარიღი : 8-03-2016, 15:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"პაატა ბურჭულაძე საქართველოს განვითარების ფონდი"-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი კობა ჩიხლაძე ახალგაზრდებთან ერთად, დღეს, ხანდაზმულთა პანსიონატს ესტუმრა და ბენეფიციარებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
პანსიონატის დაახლოებით 90 ხანდაზმულიდან უმრავლესობას ქალბატონები წარმოადგენენ. კობა ჩიხლაძემ ქალბატონებს ყვავილები გადასცა, დღეგრძელობა, ჯანმრთელობა უსურვა და მალე შეხვედრას დაჰპირდა.
"კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ქალი ყველა ასაკში ქალია. მოხუცებს უხარიათ, რომ ისინი ახსოვთ და მათზე ზრუნავენ. სიამოვნებით ჰყვებიან თავიანთ ისტორიებს და მადლიერებას აციმციმებული თვალებით გამოხატავენ. მინდა მათ ხანგრძლივი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ვუსურვო," - აცხადებს კობა ჩიხლაძე.
საქართველოს განვითარების ფონდის წარმომადგენლები დღესვე, ბაზრობებზე დასაქმებულ ქალბატონებს ესტუმრნენ და ქალთა დღე მიულოცეს.