იტვირთება

ჩურჩხელების ამოვლება, ფელამუშის მომზადება და საწნახელში ყურძნის დაწურვა-"ღვინის დღეები" ქუთაისში

ჩურჩხელების ამოვლება, ფელამუშის მომზადება და საწნახელში ყურძნის დაწურვა-"ღვინის დღეები" ქუთაისში

საქართველოს მასშტაბით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით,  ყოველწლიური ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები“  7-15 ოქტომბერს
გაიმართება.

ღვინის დღეების მარათონს ქუთაისი უერთდება. ყოველწლიური ფესტივალი 
თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. საფესტივალო პროგრამა 14:00 სთ-ზე დაიწყება. 

პროგრამა იმერული ღვინის დეგუსტაციას და გამოფენა-გაყიდვას, პურის ცხობას, ჩურჩხელების ამოვლებას, ფელამუშის მომზადებას და საწნახელში ყურძნის დაწურვას მოიცავს. წარმოდგენილი ინება კვების და საგამოფენო სივრცე - „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“. პროგრამა საბავშვო-გასართობ სივრცეებს, თიხით ძერწვის, ღვინის ჭიქებისა და ბოთლების მოხატვის და გაკვეთილებს ითვალისწინებს. 

სტუმრების განწყობაზე ანსამბლები "ჰერიო“ და სალიო” იზრუნებენ. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები