ქუთაისის მერია ბიუჯეტის გაზრდით მიზნით ქალაქის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე აუქციონს აცხადებს
თარიღი : 16-08-2013, 19:17 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერია, ქალაქში თვითმმართველობის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების და მიწის ნაკვეთების პრივატიზაციისათვის აუქციონზე გასატანი ობიექტების ნუსხას აქვეყნებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მერიის პრესსპიკერმა მარი დევიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით ქუთაისის მერიის ბალანსზე სულ 278 ობიექტია, რომელთა ნაწილის პრივატიზაციაც უკვე დაწყებულია და გეგმის შესრულება ეტაპობრივად გაგრძელდება.
ქონების პრივატიზაცია ქალაქის ბიუჯეტისათვის დამატებითი შემოსავალის მიზნით ხდება. ჯერჯერობით უცნობია, რა დამატებითი თანხა დაემატება ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტს, აღნიშნული უძრავ–მოძრავი ქონების გაყიდვის შემდეგ.