Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულის სოფლებში მოსახლეობის პრიორიტეტებს იკვლევენ

თარიღი : 8-03-2016, 13:44 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საწირის ადმინისტრაციული ერთეულში მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრები მიზნად ისახავს 2016 წელს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მიმდინარე პროცესებში მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას და პრიორიტეტული საკითხების განსაზღვრას.

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ტყიბულის მუნიციპალიტეტს წელს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში 433 143 ლარი გამოუყო, რომელიც სოფლების მიხედვით არის გადანაწილებული. აქედან საწირის ადმინისტრაციულ ერთეულზე 68 513 ლარია განსაზღვრული.

დღეს სოფლის კრებები მოეწყო საწირეში, დაბაძველში, ზედუბანსა და ძიროვანში. მოსახლეობის მხრიდან წამოიჭრა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც აღნიშნული თანხით სოფელში უნდა მოგვარდეს. თუმცა გამოიყო პროირიტეტებიც.

სოფლის კრებები ტყიბულის მუნიციპალიტეტში 7 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით გაიმართება.


ნანახია: 2017-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მორიგი შეხვედრა მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
ვანის მუნიციპალიტეტში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრების

ამინდი