ტყიბულელ ქალბატონებს ქალთა დღე მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიულოცა
თარიღი : 8-03-2016, 13:37 | კატეგორია: ახალი ამბები

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
კაფე-საღმოზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეულნი იყვნენ ტყიბულის ღვაწლმოსილი და წარმატებული ქალბატონები, რომელთაც ქალთა დღესასწაულები, გამგებლის მოადგილეებმა, შალვა გაბრიაძემ, გიორგი ლომთაძემ, სოფიო ბოჭორიშვილმა და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ალეკო ბიბილაშვილმა მიულოცეს.
ქალბატონებს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. საღამო მხატვრული პროგრამით მუნიციპალიტეტის თეატრმა გაალამაზა.