გერმანული კომპანია ქუთაისელ სტუდენტებს დასაქმებას ჰპირდება
თარიღი : 8-03-2016, 11:31 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერი შოთა მურღულია გერმანული ფირმა „ჰაინრიცის“ წარმომადგებლებს შეხვდა. ფირმის გენერალური დირექტორი ფრანკ მოშერი და ბიზნესმენი რაინერ პაშტეტერი „მაკდონალდისის“ ფრანჩაიზერს (პატენტის მფლობელი) წარმოადგენს. ფირმა მსოფლიოში ორმოცდაათამდე რესტორანს ფლობს. ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, „ჰაინრიცი“ მზადყოფნას გამოთქვამს ერთწლიანი პროგრამით ქუთაისელი სტუდენტები თავიანთ ობიექტებში დაასაქმონ. ანაზღაურებადი სტაჟირება გერმანული ენის მცოდნე ორმოცდაათი ახალგაზრდისთვის არის ხელმისაწვდომი. დღევანდელი შეხვედრა ქართულ-გერმანული თანამეგობრობის მიერ იყო ორგანიზებული.