ჟურნალისტი, რომელსაც ქუთაისის მერია ბილეთების გატაცებას ედავება, პოლიციამ დაკითხა
თარიღი : 7-03-2016, 23:18 | კატეგორია: ---
ჟურნალისტ ლევან ქემოკლიძეს ქუთაისის პოლიციის #2 განყოფილებაში სამართალდამცველები 3 საათის განმავლობაში კითხავდნენ. ჟურნალისტის დაკითხვას საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანიც ესწრებოდა.
topnews.com.ge-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქემოკლიძის გარდა, ასევე ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილებაში დასაქმებული ქალბატონებიც დაკითხა.
შეგახსენებთ, რომ ლევან ქემოკლიძეს ქუთაისის მერიამ უჩივლა. მას მერიის თანამშრომლები ერთ-ერთი კონცერტისთვის გათვალისწინებული 17 ბილეთის გატაცებას ედავებიან.