Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, კონცერტის ბილეთებმა ჟურნალისტისა და ადგილობრივი ხელისუფლების დაპირიპირება გამოიწვია

თარიღი : 7-03-2016, 18:38 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჟურნალისტ ლევან ქემოკლიძეს ქუთაისის მერიამ უჩივლა.

როგორც ქემოკლიძე აცხადებს, ის ქუთაისის პოლიციის მე-2 განყოფილებაში 20:00 საათზე დაიბარეს. მას ადგილობრივი თვითმმართველობა ქუთაისში, 8 მარტს, ჩანიშნული კონცერტის ბილეთების გატაცებას ედავება.

„მივედი მერიაში და ვუთხარი, რომ ბილეთები მინდოდა, რაზეც მათ უარი მითხრეს. მიპასუხეს, რომ ბილეთები აღარ ჰქონდათ. ამის შემდეგ დავინახე, რომ მაგიდაზე იყო დადებული ბილეთები, ავიღე 17 ბილეთი და ქუთაისის ბაზარში მომუშავეებს დავურიგე. ამის მერე შევიტყვე, რომ მერიამ პოლიციაში მიჩივლა“, - განაცხადა ქემოკლიძემ.


მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თქმით, გამოძიება დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონის დარღვევას ქემოკლიძის მხრიდან.

"მერიაში მას განუცხადეს, რომ ეს მოსაწვევები სოციალურად დაუცველი ქალბატონებისთვის იყო, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა და ბილეთები მაინც აიღო. ასევე არ ვიცით, რა წაიღო მან მოსაწვევებთან ერთად. ყველაფერს გამოძიება დაადგენს,"- აცხადებს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია.


ნანახია: 4141-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჟურნალისტ ლევან ქემოკლიძესა და ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურს შორის მომხდარ ინცინდენტს ადვოკატი ლედი ტუკვაძე ეხმიანება.
topnews.com.ge-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქემოკლიძის გარდა, ასევე ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილებაში დასაქმებული
topnews.com.ge-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქემოკლიძის გარდა, ასევე ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილებაში დასაქმებული
მარინა დახუნდარიძის თქმით, მას ჯავახიამ უჩივლა.
როგორც ისინი აცხადებენ, ქალაქის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია მათ ერთჯერადი სოციალური დახმარების

ამინდი