შსს-მ ქუთაისში მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
თარიღი : 7-03-2016, 17:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მდებარე სარიტუალო დარბაზში მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც გამოწვეულია გაუფრთხილებლობით.
უწყების განმარტებით, აფეთქების შედეგად 3 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მდებარე სარიტუალო დარბაზში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. აფეთქების მომენტში შენობაში 6 თანამშრომელი იმყოფებოდა.
აფეთქებამ აალება გამოიწვია, რის გამოც სახანძრო ბრიგადის გამოძახებაც გახდა საჭირო.