ქუთაისში 54 წლის მამაკაცი სახლის ნანგრევებში ცხოვრობს, სოციალური დახმარება კი არასდროს მიუღია
თარიღი : 7-03-2016, 16:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, მანდარიას ქუჩაზე მცხოვრებ 53 წლის დავით ჭულუხიძე ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
მამაკაცი წლებია დამწვარი სახლის ნანგრვებში ცხოვრობს, თუმცა სოციალური შემწეობა მას არასოდეს ჰქონია.
"უკვე წლებია სახლის ნანგრევებზე ვცხოვრობ. საწოლი ეზოში მიდგას, მაწვიმს, მათოვს, მღრნელები და ქვეწარმავლები თავზე მახტება. არ ვიცი რა ვქნა, ვის მივმართო, მერიაშიც და სოციალურ სამსახურშიც რამდენჯერმე დავწერე განცხადება, თუმცა უშედეგოდ. არც მერს და არც გუბერნატორს არ აინტერესებს ამ ქალაქში მცხოვრები უსახლკარო და გაჭირვებული ადამიანების ბედი," -აცხადებს დავით წულუხიძე.
ნანგრევებში მცხოვრებ მამაკაცს "ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი სტუმრობდა, რომელმაც ადგილობრივ ხელისუფლებას საბინაო ფონდის დაუყონებლივი შექმნისკენ, სოციალურ სამსახურს კი, მამაკაცზე სოციალური შემწეობის დანიშვნისკენ მოუწოდა.
" ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რიომ მილიონი ლარი აქვთ გამოყოფილი უსახლკარო ადამიანებისთვის, თუმცა მერიას არანაირი კრიტერიუმები არ აქვს, როგორც ოჯახებს მისცემენ პირველ ეტაპზე საცხოვრებელ სახლს,"- აცხადებს თემურ ცამციშვილი.
"ქუთაისის მერიაში არსებობს მერის სარეზერვო ფონდი, საიდანაც ეხმარებიან ხანძრის ან სტიქიის დროს დაზარალებულ ოჯახებს. მოქალაქე დავით კუჭუხაძეს დღემდე არ მოუმართავს განცხადებით მერიისთვის," - აცხადებენ მერიის საბინაო სამსახურში.