ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში აფეთქება მოხდა
თარიღი : 7-03-2016, 11:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას ქუჩაზე, ერთ-ერთი საბანკეტო დარბაზის სამზარეულოში აფეთქება მოხდა. თვითმხილველების თქმით, აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, ხოლო აფეთქების შედეგად დაშავებული პერსონალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, სახლში გავიგონე. ჩამოვედი და შენობის ფანჯრებში მინები ჩამსხვრეული დამხვდა, ხოლო კარი გადაგდებული იყო. როგორც ვიცით, არიან დაშავებულები, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს," - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.