Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის III ქვეით ბრიგადაში მუსლიმი სამხედროებისთვის სამლოცველო გაიხსნა

თარიღი : 6-03-2016, 17:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის წინამძღვართან, მუფთ ბეგლარ ქამაშიძესთან ერთად ბრიგადაში მომსახურე მუსლიმი სამხედროებისთვის ბაზის ტერიტორიაზე სამლოცველო გახსნა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად, III ქვეით ბრიგადაში მუსლიმი აღმსარებლობის 103 სამხედრო მსახურობს. სალოცავის გახსნის შემდეგ მუფთმა III ქვეით ბრიგადაში მუსლიმი სამხედრო მოსამსახურეები დალოცა.

როგორც თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, საქართველო არის ქვეყანა, სადაც აღმსარებლობის თავისუფლება უზრუნველყოფილია.
მისივე თქმით, ქვეყანას აქვს დემოკრატიული კანონმდებლობა და ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება.

"დემოკრატიული ხელისუფლება ნიშნავს სწორედ იმას, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ყველას აქვს შესაძლებლობა ემსახუროს საკუთარ ქვეყანას, მაგრამ ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს რელიგიის თავისუფლებით. ჩვენ ეს ინიციატივა გავახმოვანეთ პანკისში ყოფნის დროს და რეალობაში დავიწყეთ მისი საქმით გადაქცევა. ყველა სიტყვა, რომელსაც ვამბობ, შემდეგ საქმედ იქცევა და ესეც ამის ერთ-ერთი დასტურია. ყველა ბრიგადაში, სადაც მუსლიმი სამხედროები მსახურობენ, ექნებათ საკუთარი აღმსარებლობის სრული, აბსოლუტური თავისუფლება. ამიტომ, მისასალმებელია, რომ III ქვეითმა ბრიგადამ ასე სწრაფად მოუყარა თავი ყველა საჭირო პირველად ღონისძიებას, რათა გაგვეხსნა ეს სამლოცველო. იმედი მაქვს, რომ მარტის ბოლოს კიდევ ორ ბრიგადაში შევძლებთ დავასრულოთ ეს პროცესი. ყველა სამხედრო მოსამსახურე, ვინც ქართულ ჯარში მსახურობს, თანასწორია და ყველას თანაბრად ექნება საკუთარი რელიგიით, მრწამსით სარგებლობის საშუალება. ჩვენ ამისთვის ყველა პირობას შევქმნით და ამის გარანტი თავდაცვის სამინისტროა," - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ცნობისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში მუსლიმი სამხედროებისთვის სალოცავების გახსნა თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დაიწყო. თინათინ ხიდაშელმა აღნიშნული გადაწყვეტილება პირველად პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას გააჟღერა. სამხედრო ქვედანაყოფებში სათანადო ღონისძიებების გატარება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებული რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების დაცვას ისახავს მიზნად.


ნანახია: 1506-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ესტუმრა.
სპეცუბანი, ისე როგორც ყველა საარჩევნო უბანი, 08:00 საათზე გაიხსნა.
სამხედრო ბაზებზე თავდაცვის მინისტრთან ერთად ტელერეპორტიორებიც იცხოვრებენ.
თინა ხიდაშელის განცხადებით, აღნიშნული აქცია ნაციონალური მოძრაობის ახირებაა.
თავდაცვის მინისტრს ჯარისკაცების პატივისცემისაკენ მოუწოდებენ.

ამინდი