„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისში გამართულ აქციას თავდაცვის მინისტრი ქუთაისში გამოეხმაურა

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოწყობილი აქცია "არა გაზპრომს", ღია კარის მტვრევაა.
თინა ხიდაშელის განცხადებით, აღნიშნული აქცია "ნაციონალური მოძრაობის" ახირებაა.
„ჩემთვის ეს არის ღია კარის მტვრევა, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობაა" დაკავებული. ეს არის ძალიან სამწუხარო აქცია. ქვეყანაში არაფერი არ ხდება ისეთი, რაც ასეთი აქციის აუცილებლობას გახდის საჭიროს, მაგრამ თუ ატარებ ასეთ აქციას, რასაც თავისი არსით, ქვეყნის ორიენტაციიდან გამომდინარე აკეთებ, იქ ბევრი ხალხი უნდა გყავდეს. მაგრამ როცა იცი, რომ იქ არავინ გეყოლება, ყველაზე უფრო სწორი იდეების მარგინალიზაცია არ უნდა მოახდინო, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" ამით გამოირჩევა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ღია კარის მტვრევა. საქართველოში არცერთი მიზეზი არ არსებობს, რომ იმ ხელისუფლებას, რომელიც დღეს ქვეყანას ჰყავს ასეთი ტიპის აქციები მოუწყო, მაგრამ ეს მათი ახირებაა“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა მე-3 ქვეით ბრიგადაში სტუმრობისას.