Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გიორგი კვირიკაშვილი: სამცხე-ჯავახეთი ახალი გზით ქუთაისის აეროპორტს დაუკავშირდება

თარიღი : 6-03-2016, 12:53 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად უნდა სტუმრობდნენ რეგიონებს, ესაუბრებოდნენ ხალხს და ადგილზე ეცნობოდნენ სიტუაციას.
ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ ძალიან ბევრს ვივლით რეგიონებში, იმიტომ რომ ქალაქიდან შეიძლება ძალიან ბევრი რამ სხვანაირად ჩანდეს. ადამიანებს როცა ხვდები, ესაუბრები, მათი პრობლემების შესახებ ისმენ, სხვანაირი შეგრძნება ჩნდება თვითონ მთავრობის წარმომადგენლებში. ისინი უფრო მეტად ითავისებენ იმას, თუ რა არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გიორგი კვირიკაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოტენციალზე ისაუბრა და სახელმწიფო პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” მნიშვნელობა შეაფასა.
„ დღეს ჩვენ მოვინახულეთ სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე მიკროსაწარმო, ასევე შეღავათიანი აგროკრედიტით დაფუძნებული ერთ-ერთი საწარმო. ვიმყოფებით ჩუქურთმების საწარმოში, რომელიც ასევე მიკროკრედიტით შეიქმნა. დაწყებულია საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის აღდგენა, რაც ძალიან კარგია მომლოცველებისთვის, ტურისტებისთვის და მთლიანად რეგიონისთვის,“ – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე ინფორმაციით, ბორჯომში ახალი, “ინტერკონტინენტალის” ჯგუფის სასტუმრო იხსნება, რომლის მშენებლობაში 32 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.
„სასტუმროში 150 ადამიანი მუშაობს უკვე, მშენებლობის დროს 250 იყო დასაქმებული და მათი 95% არის ადგილობრივი მაცხოვრებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხდება ადამიანების გადამზადება და საერთოდ, მგონია, რომ ამ რეგიონს აქვს განსაკუთრებულად დიდი პოტენციალი. ბორჯომი არის უნიკალური კურორტი, რომლის განვითარების პერსპექტივა არის უზარმაზარი და ჩვენ აუცილებლად განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მას. ბორჯომი და ბაკურიანი კიდევ უფრო მჭიდროდ უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს. ეს სასტუმროები, რომლებიც ბორჯომში იხსნება, ფაქტობრივად მიებმება როგორც ბორჯომის კომპლექსებს, ასევე ბაკურიანის კომპლექსებს,“ – განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ქუთაისიდან აბასთუმანის მიმართულებით პირდაპირი გზა აშენდება, რაც სამცხე-ჯავახეთს დააკავშირებს ქუთაისის აეროპორტთან.


ნანახია: 2283-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქუთაისი ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში განაცხადა, სადაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
პრემიერის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 11%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერისტეტის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია.
იმერეთის რეგიონთან დაკავშირებულ გეგმებზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში სრულად შევიდა, - ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ზესტაფონი-ქუთაისის

ამინდი