'საუკეთესო ლუდი ქუთაისიდან',- ლუდსახარში 'დვალიშვილი'
თარიღი : 5-03-2016, 19:09 | კატეგორია: ახალი ამბები, რეკლამა

ქუთაისში, ჭავჭავაძის #8-ში, ღვინისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელმა, ბიზნესმენმა ამბერკი დვალიშვილმა ლუდის ახალი ქარხანა გახსნა. ადგილზე შედგა ექსპერიმენტული ხარშვაც.
ლუდსახარში ,,დვალიშვილი“ კვირაში 20 ტონა ლუდის დამზადებას გეგმავს. ამ ეტაპზე ქარხანაში ადგილზე რეალიზაციისათვის მხოლოდ ერთი, კლასიკური სახეობის ლუდი ჩამოისხმება.
,,ქალაქისა და რეგიონის ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ასეთი საწარმოების გახსნა და რაც მთავარია, ჩვენი მიზანია მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებულობა რეგიონში არსებულ ხარისხიან პროდუქტებზე. ჩვენს ლუდსახარშში დამზადებული ლუდი უნდა იყოს ერთ-ერთი საუკეთესო ლუდი ქუთაისიდან,“-განაცხადა ამბერკი დვალიშვილმა.
ლუდსახარშ "დვალიშვილის" გახსნაზე სულ 700 000 ლარის ინვესტიცია განხორცილდა.
მარუსა ხურციძე