Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ნუ გახდებით უკანონობის მონაწილე,'-რა უნდა ვიცოდეთ სახელმწიფო შესყიდვების ხარვეზებზე?

თარიღი : 5-03-2016, 17:18 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge

სახელმწიფო შესყიდვები და საბიუჯეტო სახსრების განკარგვა ის თემაა, რომელსაც კონკრეტული ჩინოვნიკის თუ საჯარო მოხელის მხრიდან განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა და ყურადღება სჭირდება. რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ სახელმწიფო შესყიდვა ხარვეზის გარეშე განხორციელდეს? თემაზე ვრცლად სამართლის დოქტორი, იურისტი კობა ჩიხლაძე საუბრობს.


საბიუჯეტო სახსრების ეფექტური და პროდუქტიული მართვის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, საჭიროა დაცული იქნას საჯაროობა, გამჭვირვალობა, სამართლიანობა. შესყიდვების სფეროში არსებობს გარკვეული ხარვეზები, როგორიცაა: დამტკიცებულ გეგმებში ხშირი ცვლილებები, დაუგეგმავი შესყიდვები, მარაგების გაუთვალისწინებლობა, როცა ეჭვქვეშ დგება შესასყიდი საქონლის საჭიროება, შესყიდვისათვის საჭირო არასრული დოკუმენტაცია და სხვა. მათ შორის არის ისიც, რომ ხშირად, სრულყოფილად არ არის დასაბუთებული გადაუდებელი აუცილებლობით და შესაბამისად, ტენდერის ჩატარების გარეშე განხორციელებული შესყიდვების საჭიროება.
გადაუდებელი აუცილებლობის სახით სახელმწიფო შესყიდვები ხშირად ხორციელდება მოხსენებითი ბარათებისა და თანამშრომელთა მიერ წერილობითი მიმართვის საფუძველზე. განსაკუთრებით გახშირდა მსგავსი შემთხვევები 2014-2015 წლებში.

გადაუდებელი აუცილებლობის შესყიდვის მოტივი ვერაფრით გახდება სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლების დაუსაბუთებელი, არა არგუმენტირებული მოთხოვნები შესაბამისი სამსახურის უფროსებისადმი. მაგალითად, ასეთი შინაარსის: ,,სამსახურში არსებული პორტატული კომპიუტერი (თუ სხვა მსგავსი ტექნიკური საშუალება) არ აკმაყოფილებს კონკრეტულ მოთხოვნებს, რითაც საფრთხე ექმნება მავანის (ამა თუ იმ თანამდებობის პირის) სრულფასოვან და შეუფერხებელ მუშაობას’’.

საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ მე-3 მუხლის, პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობა არის „ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას; რომელიც არ შეიძლება იყოს წინასწარ განსაზღვრული; ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით; რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას“.

ზემოთ მოყვანილი მოთხოვნის წინასწარ განსაზღვრა, დაგეგმვა და ელექტრონული ფორმით შესყიდვა კი სრულიად შესაძლებელია.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1595 მუხლის თანახმად, „სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების არასწორად შერჩევა ტენდერის, ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის სხვა საშუალებების თავიდან აცილების მიზნით, ან სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის განხორციელების საშუალებების იმ მონეტარული (ფულადი) ზღვრების თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც დადგენილია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით“, გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

ნუ გახდებით უკანონობის მონაწილე, ნუ დაწერთ მსგავსი შინაარსის მოთხოვნებს, თუნდაც თქვენი უშუალო ხელმძღვანელის დავალებით. თუ ეს მათ მართებულად და აუცილებლობად მიაჩნიათ, დაე, საჭიროების შემთხვევაში თავად დაასაბუთონ გადაუდებელი აუცილებლობის გარემოებები.


ნანახია: 3120-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ზესტაფონის მერიის საქმიანობის შესწავლისაკენ მოუწოდებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია 'ევროპა ჩვენი სახლია' ქუთაისის მერიას 'სახელმწიფო შესყიდვების შესახებ' კანონის დარღვევასა და ბიზნესის
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევა თანამდებობის

ამინდი