Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სიმსივნე დამარცხებულია?!

თარიღი : 5-03-2016, 15:58 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ იპოვეს გზა, რითიც ადამიანის იმუნიტეტს აიძულებენ ეფექტურად შეებრძოლოს სიმსივნურ წარმონაქმნებს.

ამ მეთოდის მთავარი პრინციპია იპოვოს თითოეული სიმსივნური წარმონაქმნის „აქილევსის ქუსლი“ და მიმართოს მისკენ იმუნური სისტემა.

აღნიშნულ მეთოდზე საუბარი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ მხოლოდ ახლა შეძლეს ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მექანიზმის შემუშავება, რომლის საშუალებითაც სიმსივნის სტრუქტურაში სუსტი უბნების აღმოჩენა მოხდება.

ეს აღმოჩენა ითვალისწიებს ინდივიდუალურ მიდგომასა და გამოკვლევას სიმსივნის თითოეული კატეგორიისა და შემთხვევის მიმართ. პრაქტიკაში აღნიშნული მიდგომა ძალიან ძვირი იქნება. თუმცა, ამ ეტაპზე ეს ყველაზე დამაიმედებელი აღმოჩენაა.

უახლოესი 2 წლის განმავლობაში დაგეგმილია მეთოდის კლინიკური კვლევები. კვლევის წარმატების შემთხვევაში ქიმიოთერაპიას ვაქცინაცია ჩაანაცვლებს.

ექიმების თქმით, ახალი თერაპია ინდივიდუალური მკურნალობის სრულყოფილებას უზრუნველყოფს.

„ყოველი პაციენტისთვის მკურნალობის უნიკალური მეთოდი შემუშავდება“ – განაცხა ლონდონის უნივერსიტეტის, სიმსივნის განყოფილების პროფესორმა, ჩარლზ სოუნტონმა.


ნანახია: 2710-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თურმე სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს. ვირთაგვეზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ცხოველებზე რეგულარული
ბიოფსია - ქსოვილების ნიმუშების აღების მტკივნეული მეთოდი - პროსტატის მდგომარეობის შესაფასებელი ჯერჯერობით ერთადერთი სარწმუნო
9 თვის ნიკოლოზი ლეიკემიას და ფილტვებში სიმსივნურ წარმონაქმნებს ებრძვის.
კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კოდექსი:
რატომ ვითარდება კანის სიმსივნე? რა წესების დაცვაა საჭირო კანის სიმსივნის პრევეცნიისთვის?

ამინდი